თავში

აშშ-ში COVID-19-ის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

​აშშ-ში COVID-19-ის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
აშშ-ში COVID-19-ის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული ახალი რაოდენობა - 1 082 549 შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას US News ავრცელებს.

ეს წინა კვირის რეკორდს (512 553 შემთხვევა) 2-ჯერ აღემატება.

ამასთან, მედია წერს, რომ ასეთი მაღალი რიცხვი მიზეზი, შესაძლოა, უქმე დღეებიც ყოფილიყო. აშშ-ის რამდენიმე შტატმა მონაცემები 31 დეკემბერსა და ახალი წლის დღეებში არ გაავრცელა.

3 იანვრის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 დღეში ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობა 480 273-ს შეადგენს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, 3 იანვრის მდგომარეობით COVID-19-ით საავადმყოფოში 98 ათასი ამერიკელი გადაიყვანეს. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების  95,4% შტამ “ომიკრონზე“ მოდის.

Worldometer-ის ინფორმაციით, ჯამში, აშშ-ში COVID-19-ის 58 040 720 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 851 439 ადამიანი გარდაიცვალა, 41 901 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის გავრელების მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system