თავში

აშშ-ში COVID-19-ის შედეგად 8 წლის გოგო სრულად პარალიზებულია

აშშ-ში ​COVID-19-ის შედეგად 8 წლის გოგო სრულად პარალიზებულია
აშშ-ში COVID-19-ის შედეგად 8 წლის გოგო სრულად პარალიზებულია

აშშ-ში COVID-19-ის გართულებების შედეგად 8 წლის გოგონა სრულად პარალიზებულია. იშვიათი, მაგრამ ძალიან მძიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

2021 წლის მარტში აველა ბაუერს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, რის გამოც ის სკოლაში არ დადიოდა. როდესაც სიცხემ დაიწია, გოგონა სწავლას დაუბრუნდა, თუმცა პირველივე დღეს მის დედას სკოლიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბავშვი შეუძლოდ გახდა.

მეორე დილით აველა აღარ მოძრაობდა და გარშემომყოფებზე აღარ რეაგირებდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას COVID-19 და მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი - თავის და ზურგის ტვინის ანთება გქონდა. გოგონა სრულად პარალიზებულია, ის დღემდე საავადმყოფოში რჩება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო რამდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც COVID-19-მა ენცეფალომიელიტი გამოიწვია. უმეტესად, პაციენტები ნახევარი წლის განმავლობაში იკურნებოდნენ. თუმცა აველას შემთხვევაში დაავადება ძალიან მძიმე ფორმით მიმდინარეობს და ის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ვერასოდეს დაუბრუნდება. ტვინის შეშუპების გამო მას თავის ქალის ნაწილი მოკვეთეს. ერთადერთი, სადაც გაუმჯობესება ფიქსირდება, მხედველობაა, რომელიც აველას ნელნელა უბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system