თავში

აშშ-ში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე COVID-ზე აცრა

​აშშ-ში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე COVID-ზე აცრა
აშშ-ში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე COVID-ზე აცრა

ნიუ-იორკის სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ოფიციალური სამედიცინო განათლება არ აქვს, დააკავეს იმის გამო, რომ მან მოსწავლეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლაურა რუსომ მოსწავლე სახლში აცრა. მას არც ვაქცინაციის კანონიერი ნებართვა, არც ბიჭის მშობლების ნებართვა ჰქონდა.

მისი თქმით, 17 წლის მოზარდს აცრა თავად უნდოდა.

54 წლის მასწავლებელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია რა ვაქცინა ჰქონდა რუსოს და რა გზით შეძლო მან მისი ხელში ჩაგდება.

მედიკოსების თქმით, ინიექციები, შესაძლოა, საშიში იყოს, თუ არასწორად არის გაკეთებული. ასეთი ტიპის მანიპულაციები მხოლოდ ექიმებმა და ჯანდაცვის ლიცენზირებულმა პროფესიონალებმა უნდა უზრუნველყონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system