თავში

აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის 205 557 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის 205 557 შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის 205 557 შემთხვევა გამოვლინდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 205,557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში COVID-19 სულ 62,118,418 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ეპიდემიას შეერთებულ შტატებში კიდევ 1,404 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1,451,858-ს შეადგენს.

ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system