თავში

აშშ-ში გამართულ აქციებზე 1,400-მდე ადამიანი დააკავეს

აშშ-ში გამართულ აქციებზე 1,400-მდე ადამიანი დააკავეს
აშშ-ში გამართულ აქციებზე 1,400-მდე ადამიანი დააკავეს

აშშ-ის 17 ქალაქში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო, სამართალდამცველებმა დაახლოებით 1,400 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აქიების დაწყებიდან დღემდე, აშშ-ს სამართალდამცავებმა სულ მცირე 1383 ადამიანი დააკავეს. 

გუშინ ღამით, მინეაპოლისში, სამართალდამცავებმა ქალაქის ცენტრში გამართულ აქციაზე შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

გაცნობებთ, რომ აშშ-ის 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული არეულობისა და საპროტესტო აქციების გამო. 

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system