თავში

აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის ზარალი შეაფასეს

​აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის ზარალი შეაფასეს
აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის ზარალი შეაფასეს

6 იანვრის არეულობამ აშშ-ის კაპიტოლიუმს ვაშინგტონში, სულ მცირე, 1.5 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ სასამართლოზე პროკურორმა მონა სედკიმ განაცხადა. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

გამოცემა ხაზს უსვამს იმას, ზარალის ოდენობის დასახელება მნიშვნელოვანია, რადგან პროკურორები ბრალდებულებისგან მისი ანაზღაურების მოთხოვნას გეგმავენ.

The Washington Post-ის თანახმად, არეულობების შემდეგ ბრალი დაახლოებით 450 ადამიანს წაუყენეს. ამასთან, 200-ზე მეტ ადამიანს კონგრესის მუშაობის შეფერხებაში ადანაშაულებენ, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system