
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 39,184 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაავადებას 698 ადამიანი ემსხვერპლა.
შეერთებული შტატები, როგორც COVID-19-ით ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 6,698,525 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რიცხვი 198,308-ს აღწევს.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3,961,257 პაციენტი, ხოლო აქტიური შემთხვევების რიცხვი 2,538,960-ს შეადგენს.