თავში

აშშ-ში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში, ნევადას შტატში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პირი რომელიც დაავადებისგან განიკურნა COVID-19-ით განმეორებით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Aljazeera ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ რენოში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს COVID-19 პირველად აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა, შემდეგ გამოჯანმრთელდა და მაისში კვლავ დაინფიცირდა. ექიმების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა, ინფიცირების მეორე შემთხვევა გაცილებით რთულად გადაიტანა.

კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების შემთხვევები ძალიან იშვიათია. მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ხელახალი ინფიცირება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system