თავში

აშშ-ში კოვიდინფიცირებულ ექიმებს სამსახურში სიარული უფლება მისცეს

​აშშ-ში კოვიდინფიცირებულ ექიმებს სამსახურში სიარული უფლება მისცეს
აშშ-ში კოვიდინფიცირებულ ექიმებს სამსახურში სიარული უფლება მისცეს

აშშ-ის ჯანდაცვის ორგანოებმა კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს, რომლებსაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ან საერთოს უსიმპტომოები არიან, სამსახურში სიარულის უფლება მისცეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

სამედიცინო უწყებების განცხადებით, კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის გავრცელების გამო საავადმყოფოებში პერსონალის მწვავე დეფიციტია. ეს ნაბიჯი კი კრიზისის აცილების საშუალებას იძლევა.

ინფიცირებული მედიკოსები მუშაობის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში კალიფორნიაში, როდ-აილენდსა და არიზონაში შეძლებენ, თუ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებათ.

ამასთან, აშშ-ში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ გასული დღის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საავადმყოფოში 132 646 გადაიყვანეს, რაც აღემატება შარშან, იანვრის თვეში დაფიქსირებულ რეკორდს, როცა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ 132 051 შეადგინა.

შტამ "ომიკრონის" გავრცელების შედეგად ქვეყანაში დღე-ღამეში საშუალოდ 700 000-ზე ინფიცირება დასტურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system