თავში

აშშ-ში მამაკაცი COVID-19-ზე ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა

აშშ-ში მამაკაცი COVID-19-ზე ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა
აშშ-ში მამაკაცი COVID-19-ზე ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში პაციენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კალიფორნიის მკვიდრი კორონავირუსით დეკემბერში დაინფიცირდა, ხოლო ვაქცინაცია 21 იანვარს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაუტარდა. 

თუმცა, გამოძიების დასრულებამდე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

ასევე უცნობია რომელი კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო პირმა. ამ დროისათვის, აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მიმდინარეობს.

თავის მხრივ, კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რისკს ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა შეიცავს, თუმცა ვაქცინაციის დროს სერიოზული გვერდითი რეაქციის ალბათობა ძალიან მცირეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system