თავში

აშშ-ში მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, აგურებით ჩაქოლეს

​აშშ-ში მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, აგურებით ჩაქოლეს
აშშ-ში მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, აგურებით ჩაქოლეს

აშშ-ში ერთ-ერთი წვეულების მონაწილეებმა ჩაქოლეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ღონისძიებაზე მცირე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ერთი ადამიანი დაჭრა. სტუმრები თავდამსხმელს დაედევნენ.

გაქცევის მცდელობისას მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა მათ, ვინც მას მისდევდა. სულ მცირე, 3 ადამიანი დაიჭრა, აქედან ერთი გარდაიცვალა.

ადამიანებმა მამაკაცს აგურები ესროლეს. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.

პოლიცია შემთხვევას იძიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system