თავში

აშშ-ში მამაკაცმა ბანკი გაძარცვა და ფული ხალხს დაურიგა

​აშშ-ში მამაკაცმა ბანკი გაძარცვა და ფული ხალხს დაურიგა
აშშ-ში მამაკაცმა ბანკი გაძარცვა და ფული ხალხს დაურიგა

აშშ-ს კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო-სპირგსის მოსახლეობამ შობაზე ბანკის მძარცველისგან უჩვეულო საჩუქარი მიიღო.

ამერიკული მედიის ცნობით, მამაკაცი თეთრი წვერით Academy Bank-ის ფილიალიდან გამოვიდა, რომელიც გაძარცვა, ფული პარკიდან ამოიღო, მას ჰაერში ისროდა და ყვიროდა "გილოცავთ შობას".

მოგვიანებით, ახლომდებარე კაფეში, ის პოლიციამ დააკავა.

"საშობაო რობინ ჰუდი" 65 წლის დევიდ ოლივერია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხა გამოიტანა მან ბანკიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system