თავში

აშშ-ში მილსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - ჯო ბაიდენი

​აშშ-ში მილსადენზე თავდასხმაზე
აშშ-ში მილსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით ამერიკული მილსადენის Colonial Pipelinе-ის კომპანიაზე კიბერთავდასხმაზე გარკვეული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ბაიდენის თქმით ის ამ საკითხზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრებს. ბაიდენს მომხდარში მოსკოვი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, თუმცა განაცხადა, რომ ჰაკერები, ან პროგრამა, რომლითაც კომპანიის მონაცემებში შეღწევა და 100 გიგაბაიტი ინფორმაციის მოპარვა მოხდა, რუსეთში ბაზირებს. ინფორმაციას Independent ავრცელებს. 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ლონდონში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის უდიდეს მილსადენ Colonial Pipelinе-ზე, რომელსაც შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს, 9 მაისს განხორციელდა. მონაცემებში შეღწევა ეგრეთ წოდებული გამომძალველი პროგრამით მოხდა, რომლის დროსაც ფაილები კოდირებული ხდება და კოდის მოხსნის სანაცვლოდ ჰაკერები ფულს ითხოვენ. ამერიკული მედია ინციდენტს რუსი ჰაკერებისგან შემდგარ DarkSide ჯგუფს უკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system