თავში

აშშ-ში Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად გამოყენების ნებართვა საბოლოოდ გაიცა

​აშშ-ში Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად
აშშ-ში Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად გამოყენების ნებართვა საბოლოოდ გაიცა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 40 წელს გადაცილებული პირებისთვის Moderna Inc-ისა და Johnson & Johnson -ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. "ბუსტერული" დოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ ადამიანებს ვაქცინების არევა შეუძლიათ და მესამე დოზად ნებისმიერი (Pfizer, Moderna, Johnson & Johnson) ვაქცინა გამოიყენონ, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არიან მანამდე აცრილები.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, როშელ ვალენსკის თქმით, აშშ-ში დამტკიცებული ყველა ვაქცინა ყველა შტამის, მათ შორის კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ და დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკის შემცირების კუთხით მაღალ ეფექტურია.

შეგახსენებთ, გუშინ Moderna-სა და J&J-ის ვაქცინების ე.წ. ბუსტერებად გამოყენების ნებართვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system