თავში

აშშ-ში მოზარდებმა გოგონა პირდაპირ ეთერში "ლაიქებისთვის" მოკლეს

​აშშ-ში მოზარდებმა გოგონა პირდაპირ ეთერში "ლაიქებისთვის" მოკლეს
აშშ-ში მოზარდებმა გოგონა პირდაპირ ეთერში ლაიქებისთვის მოკლეს

აშშ-ში არასრულწლოვანს მოზარდის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Daily Dot ავრცელებს.

ინციდენტი ლუიზიანას შტატში, სავაჭრო ცენტრში Walmart მოხდა.

დაკავებულების ასაკი 12-დან 14 წლამდე მერყეობს.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა მოზარდმა 15 წლის გოგონას დანა დაარტყა, ინციდენტის სხვა მონაწილეები კი ამას Facebook-სა და Instagram-ში პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.

ერთ-ერთ ჩანაწერზე ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ჩადენილით ამაყობს.

მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაკავებულები მალე სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system