თავში

აშშ-ში "ნამდვილი" "ჯოკერი" დააკავეს

აშშ-ში "ნამდვილი" "ჯოკერი" დააკავეს
აშშ-ში ნამდვილი ჯოკერი დააკავეს

მამაკაცი, რომელიც DC-ის კომიქსების ბოროტმოქმედ, "ჯოკერის" ფორმაში იყო გამოწყობილი და Facebook-ის საშუალებით ხალხს ემუქრებოდა აშშ-ში, მისურის შტატში დააკავეს. პოლიციამ მას ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში მიაკვლია. დაკავებისას ჯერემი ჯეი გარნიერს DC-ის საკულტო გმირის მაკიაჟი ეკეთა Facebook Live ჰქონდა ჩართული, სადაც მის მაყურებელს ადამიანების ამოხოცვას ჰპირდებოდა. 

"მკვლელობებს იქამდე დავიწყებ სანამ მნახველთა რაოდენობა 1000-ს მიაღწევს, ხოლო როცა მიაღწევს ქუჩაში გავალ და კიდევ უფრო მეტს დავხოცავ",- ამბობდა ჯერემი პირდაპირ ეთერში. 

როგორც 51 წლის დამნაშავე აცხადებს, ის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, იმისთვის, რომ შემდეგში მსოფლიო დაეპყრო.

როგორც ჩანს, ბოროტმოქმედობა არც ისეთი მარტივია, როგორც ჰოლივუდურ ფილმებსა თუ კომიქსებშია ნაჩვენები. ჯერემი მისურის პოლიციამ მალევე დააპატიმრა ტერორისტული მუქარის გაჟღერების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system