თავში

აშშ-ში პატიმარი ქალი მშობიარობის შემდეგ COVID-19-ით გარდაიცვალა

აშშ-ში პატიმარი ქალი მშობიარობის შემდეგ COVID-19-ით გარდაიცვალა
აშშ-ში პატიმარი ქალი მშობიარობის შემდეგ COVID-19-ით გარდაიცვალა

-აშშ-ში ფედერალურის ბიუროს პატიმარი, მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა.

ორსული ქალი 20 მარტს დააკავეს. ციხის დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა 31 მარტს შენიშნა "ცხელება, მშრალი ხველა და სხვა სიმპტომები",  რაც კორონავირუს ახასიათებს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასუნთქ აპარატზე შეაერთეს.

ქალს გართულებული მდგომარეობის გამო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,

ცნობისთვის, კოროვირვირუსზე ტესტირება დაახლოებით 1,534 ფედერალურ პატიმარს და ციხის ბიუროს 343 თანამშრომელს ჩაუტარდათ. COVID-19-ით სულ მცირე 31 ფედერალური პატიმარი გარდაიცვალა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თანამშრომლების გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system