თავში

აშშ-ში პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი მოკლა

აშშ-ში პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი მოკლა
აშშ-ში პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი მოკლა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში სენდვიჩი ეჭირა და სახლში მიდიოდა,  ოჯახის წევრების თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ცნობილია, რომ ინციდენტს ფედერალური გამომძიებლები შეისწავლიან და გამოიძიებენ. ამის შესახებ Independent წერს.

პოლიცია ამტკიცებს, რომ 23 წლის კეისი გუდსონი შეიარაღებული იყო, თუმცა ოჯახის წევრები ირწუნებიან, რომ მას ხელში სენდვიჩი ეჭირა და სახლში შესვლამდე, ორი ბავშვისა და ბებიის თანდასწრებით ესროლეს.

მოპოვებული 911 ჩანაწერის მიხედვით, გუდსონის ბებია ამბობს, რომ მის შვილიშვილს ზურგში ესროლეს, როდესაც ის სახლში შედიოდა. ასაკოვანმა ქალმა ასევე დასძინა, რომ შემთხვევის დროს დაზარალებული მამაკაცი სტომატოლოგიური კლინიკიდან სახლში ბრუნდებოდა.

"გუდსონს არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, მას არ გააჩნია კრიმინალური წარსული და არ ყოფილა გამოძიების სამიზნე", - განაცხადა ოფიცერმა.

თვითმხილველმა, რომელიც ინციდენტს შეესწრო, განაცხადა, რომ პოლიციელმა გუდსონს უბრძანა, იარაღი ძირს დაეგდო, თუმცა მან მისი ბრძანება არ შეასრულა და პოლიციელმა მისი მისამართით ისროლა. გუდსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილიდან მოგვიანებით იარაღი ამოიღეს, თუმცა გუდსონის ოჯახის საპირისპიროს ამბობს, რომ მას ხელში Subway-ის სენდვიჩი ეჭირა.

ქალაქში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო დაგეგმილია რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორი სამოქალაქო უფლებების დამცველები და შავკანიანი საზოგადოებაა. 

გუდსონის მკვლელობა შავკანიანთა გრძელი სიის კიდევ ერთი დამატებაა, რომლებმაც პოლიციის მიერ ფატალური სროლების შედეგად გარდაიცვალნენ. Washington Post-ისა და CBS news-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ში 2020 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე პოლიციამ 164 შავკანიანი ქალი და მამაკაცი მოკლა. მრავალი საქმე კი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system