თავში

აშშ-ში პოლიციის მანქანა ხალხში შევარდა

აშშ-ში პოლიციის მანქანა ხალხში შევარდა
აშშ-ში პოლიციის მანქანა ხალხში შევარდა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტაკომაში, პოლიციის მანქანა ხალხში შევარდა და რამდენიმე ადამიანს გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The News Tribune ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის ცენტრში ავტო რბოლა იმართებოდა და სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე სწორედ შეკრების დასაშლელად მივიდნენ.

ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ცნობით, პოლიციის მანქანა მხოლოდ ერთ ადამიანს დაეჯახა, თუმცა, ვიდეო ჩანაწერზე კარგად ჩანს, რომ ავტომობილმა სულ მცირე 5 ადამიანს გადაუარა.

ამ დროისათვის მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system