თავში

აშშ-ში სახლი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები - VIDEO

აშშ-ში სახლი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები - VIDEO
აშშ-ში სახლი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები - VIDEO

აშშ-ის ჯორჯიას შტატში, დე-კალბის ოლქში საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგ შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას ტელეარხის WSB-TV 2 ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს, რის შემდეგ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შედეგად მეზობელი შენობები დაზიანდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ისინი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ასევე ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ნანგრევებში მოყოლილები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system