თავში

აშშ-ში შაქრის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში შაქრის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა
აშშ-ში შაქრის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში შაქრის დიდ საწყობში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Baltimore Sun იუწყება.

აღინიშნა, რომ ცეცხლი Domino Sugars-ის საწარმოს ნედლი შაქრის საცავს გაუჩნდა.

გაზეთის ცნობით, შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. 

საბედნიეროდ, საწარმოს ყველა თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობილია, რომ საწარმოში, სადაც 510 ადამიანია დასაქმებული და რომელიც ყოველდღიურად, სულ მცირე, 3 ათას ტონა შაქარს აწარმოებს, მუშაობა შეჩერებულია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system