თავში

აშშ-ში, შესაძლოა, მენთოლიანი სიგარეტები აიკრძალოს

აშშ-ში, შესაძლოა, მენთოლიანი სიგარეტები აიკრძალოს
აშშ-ში, შესაძლოა, მენთოლიანი სიგარეტები აიკრძალოს
© statnews.com

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აპირებს მენთოლისა და სხვადასხვა არომატიზატორების შემცველი სიგარეტის წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვას. ამ პროდუქტების ძირითადი მომხმარებლები აფროამერიკელთა საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

ოფიციალური პირების თქმით, არომატიზატორების შემცველი სიგარეტები არასრულწლოვნებს იზიდავთ და ისინი მათზე დამოკიდებულები ხდებიან.

აშშ-ის მედიის ცნობით, ხელისუფლება ამზადებს მკაცრ ზომებს თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ. კერძოდ, დაგეგმილია სიგარეტის ნიკოტინის შემცველობის ეტაპობრივი შეზღუდვა იმ დონემდე, რომელიც ადამიანის მინიმალურ დამოკიდებულებას იწვევს.

ცნობილია, რომ FDA-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევების თანახმად, ახალი წესების შემოღების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სიგარეტის მოხმარებაზე აშშ-ის 5 მილიონი მაცხოვრებელი უარს იტყვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system