თავში

აშშ-ში "სხივურ" თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

აშშ-ში "სხივურ" თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
აშშ-ში სხივურ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

აშშ-ში "სხივურ" თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც ოფიციალურ პირებზე და დიპლომატებზე განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ thetimes ავრცელებს. 

ბოლო ასეთი ინციდენტი გასულ წელს, მაიამიში მოხდა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები ენერგიის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ. დაზარალებულებს აღენიშნებათ ხმაური ყურში,  აწუხებთ თავის ტკივილი და გულისრევა.

მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ 2016 წელს კუბაში მომხდარი თავდასხმის დროს დაზარალებულებსაც.  2017 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ კუბაში საელჩოზე ე.წ. აკუსტიკური შეტევები განხორციელდა. 20-მდე ამერიკელი დიპლომატი მოიწამლა და აღენიშნებოდათ გულისრევა, სმენის დაკარგვა და თავბრუსხვევა. 

ცნობილია, რომ ასეთი გამოსხივების გამომუშავება პორტატულ მოწყობილობებს შეუძლიათ, რომელთა აღმოჩენა ძალიან რთულია.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ სხივური თავდასხმების უკან რუსეთი და ჩინეთი დგას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system