თავში

აშშ-ში თოვლის გამო ასობით ავარია მოხდა, არის მსხვერპლი - VIDEO

​აშშ-ში თოვლის გამო ასობით ავარია მოხდა, არის მსხვერპლი
აშშ-ში თოვლის გამო ასობით ავარია მოხდა, არის მსხვერპლი - VIDEO

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარბუქს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტენესისა და ჯორჯიაში შვიდი წლის გოგონა და ხუთი წლის ბიჭი ხის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, რომლებმაც სველი თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო.

ძლიერი ქარბუქის შედეგად 850 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა,

დღის განმავლობაში ვაშინგტონში 30 სმ-ზე მეტი თოვლი მოვიდა, ხოლო მეზობელ დელავერისა და ნიუ-ჯერსის შტატებში - 25 სმ-ზე მეტი. ქარის სიჩქარემ 15 მ/წმ-ს მიაღწია.

დიდთოვლობის გამო აშშ-ში ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ვირჯინიის შტატში 559 ავარია დაფიქსირდა. კიდევ 522 მანქანა თოვლში იყო ჩარჩენილი.

დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა აშშ-ის პრეზიდენტსაც, რომელიც თვითმფრინავით დელავერიდან ბრუნდებოდა, სადაც უქმეები გაატარა. ნალექის გამო, მან ბორტი ნომერი ერთიდან ჩამოსვლა ნახევარი საათი ვერ მოახერხა. შემდეგ კი, მან უარი თქვა თეთრ სახლში ვერტმფრენით დაბრუნებაზე და რეზიდენციაში ავტომობილით მივიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system