თავში

აშშ-ში ტრილიონობით ჭიჭინობელას შემოსევას ელოდებიან

​აშშ-ში ტრილიონობით ჭიჭინობელას შემოსევას ელოდებიან
აშშ-ში ტრილიონობით ჭიჭინობელას შემოსევას ელოდებიან

აშშ-ის აღმოსავლეთ შტატები ტრილიონობით ჭიჭინობელას შემოსევის მოლოდინში არიან. მწერებმა ამ გაზაფხულზე ზამთრის ხანგრძლივი ძილის შემდეგ გაიღვიძეს, რაც დაახლებით 17 წელი გრძელდებოდა.

მწერების ეს სახეობა აშშ-ის აღმოსავლეთით, 15 შტატშია გავრცელებული. ვაშინგტონში მაისში უკვე გაჩნდა მომღერალი ჭიჭინობელების დიდი რაოდენობა. მწერები ყველაზე დიდი რაოდენობით მიჩიგანსა და დასავლეთ ვირჯინიაში ფიქსირდება. ექსპერტების განცხადებით, ერთ ჰექტარ მიწაზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ჭიჭინობელა გაჩნდა. რამდენიმე კვირაში კი მიწის მთელი ზედაპირი მწერებით იქნება დაფარული.

სპეციალისტების თქმით, ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ჭიჭინობელებს 13, ან 17 წლიანი ციკლი აქვთ. გამოღვიძების შემდეგ კი დედამიწის ზედაპირზე ტრილიონობით მწერი ჩნდება. ენტომოლოგების (ენტომოლოგია — ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის მწერებს და მათ როლს სახალხო მეურნეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაში) განცხადებით, ჭიჭინობელა ეს სარანჩა არ არის. ისინი მავნებლები არ არიან და არ იკბინებიან. მათ ადვილად ანადგურებს ფრინველი და მღრღნელები. პოპულაცია გადარჩა მხოლოდ დიდი რაოდენობის წყალობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system