თავში

აშშ-ში უსახლკაროებისთვის სოფელი აშენდა

​აშშ-ში უსახლკაროებისთვის სოფელი აშენდა
აშშ-ში უსახლკაროებისთვის სოფელი აშენდა

ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ უსახლკაროებისთვის სოფელი ააშენა, რომელიც მიკროსახლებისგან შედგება. მსგავსი საცხოვრებელი კომპლექსების აშენება სხვა მიტოვებულ ადგილებშიც იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ The Insider ავრცელებს.

სოფელი Tiny Homes Village სახელმწიფო სახსრებითა და საქველმოქმედო ფონდ Hope of the Valley-ის დახმარებით აშენდა. სოფლის ტერიტორიაზე საძინებელი ოთახების გარდა არის საპირფარეშოები, საშხაპეებით, სამრეცხაოთი და დასასვენებელი ადგილები.

ამავე დროს, სოფლის მაცხოვრებლებს სთავაზობენ სამჯერად კვებას. დასაქმების მიზნით მათ ასევე სტაჟირებისა და ტრენინგის გავლაში ეხმარებიან. დღეისათვის სახლებში რამდენიმე ათეული უსახლკარო ადამიანი დასახლდა.ლოს-ანჯელესში, მთავრობის შეფასებით, 66000-ზე მეტი უსახლკარო ადამიანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system