თავში

აშშ-ში ვაქცინის მე-4 დოზა დაუშვეს

აშშ-ში ვაქცინის მე-4 დოზა დაუშვეს
აშშ-ში ვაქცინის მე-4 დოზა დაუშვეს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ABC11 იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზა მხოლოდ უკიდურესად სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის არის გათვალისწინებული.

„იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს შესაძლოა დასჭირდეთ ვაქცინის მეოთხე დოზა“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

CDC-მ განმარტა, რომ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს Moderna-ს ან Pfizer-ის ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება მესამე დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ შეეძლებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system