თავში

აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის ჯარების საზღვრიდან გაყვანის პროცესს დააკვირდება

აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის
აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის ჯარების საზღვრიდან გაყვანის პროცესს დააკვირდება

აშშ-მა რუსული ჯარების უკრაინის საზღვრიდან გაყვანის შესახებ მოსკოვის განცხადება მოისმინა, თუმცა კონკრეტულ ქმედებას დაელოდებიან და ყურადღებით დააკვირდება  სიტუაციის განვითრებას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოამდგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს. 

"ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის პროცესს დაიწყებენ. ჩვენ მოვისმინეთ ეს სიტყვები, მაგრამ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს. აშშ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციითა და კონტაქტით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

ნედ პრაისის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოსთხოვა, რომ "თავი შეიკავოს ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისაგან". ამასთან, რუსეთმა "დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე და მის მახლობლად, რაც გამოიხატება ბოლოდროინდელი რუსული ჯარების მობილიზებით ყირიმში, უკრაინის საზღვართან, ასევე რუსეთის ფედერაციის განზრახვას, დაბლოკოს გემების მოძრაობა შავ ზღვაში".

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე განაცხადა, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა უსაფრთხოების მხრივაც, რათა უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ ქვეყნის დაცვა რუსეთის აგრესიის ფონზე. 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად დაიძაბა. რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილებს მოუყარა თავი. გახშირდა დაბომბვები გამყოფი ხაზის გასწვრივ, რასაც სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მოჰყვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვეს აშშ-მა, NATO-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა. ისინი პუტინს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებდნენ.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გენერალურ შტაბს და ჯარების მეთაურებს დაავალა, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დააბრუნონ ჯარები, რომლებიც ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვართან იყო მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system