თავში

AstraZeneca-ს აღმასრულებული დირექტორი ევროკავშირის კრიტიკას პასუხობს

AstraZeneca-ს აღმასრულებული
AstraZeneca-ს აღმასრულებული დირექტორი ევროკავშირის კრიტიკას პასუხობს
© www.todayonline.com

AstraZeneca-ს აღმასრულებულმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა, რომელსაც ბოლო პერიოდში ევროკავშირი ხშირად აკრიტიკებს, განაცხადა, რომ წამლის მწარმოებელ კომპანიას გადაჭარბებული იმედები მიწოდების შესახებ არასდროს შეუქმნია. ინფორმაციას ამის შესახებ Todayonline ავრცელებს.

სორიოტის თქმით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დოზა მიეწოდებინა ევროკავშირისთვის და მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მეტი ვერ შეძლეს, ის ამაყობს მისი კომპანიის მუშაობით .

”ჩვენ არასდროს ვქმნიდით გადაჭარბებულ იმედებს, ჩვენ მუდმივად ვკონტაქტობდით ევროკავშირთან და საქმის კურსში ვაყენებდით მათ”, - განაცხადა სორიოტმა.

მისივე თქმით,  AstraZeneca აპრილის ბოლოს 50 მილიონ დოზას გადასცემს ევროკავშირს.

ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრი, სტეფან დონელი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორის ამ განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ AstraZeneca-მ დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა. 

”მათ აიღეს ვალდებულებები და ვერ შეძლეს მისი შესრულება.  ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ირლანდია შეუერთდა ევროკავშირის კომისიის მიერ სასამართოში აღძრულ საქმეს”, - თქვა მან.

ცნობისთვის, AstraZeneca ივნისის ბოლოს ევროკავშირს 100 მილიონ დოზას მიაწვდის, რაც გაცილებით დაბალი რაოდენობაა, ვიდრე კონტრაქტი ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე შვედურ-ინგლისურმა კომპანიამ ევროკავშირს დათქმულზე სამი მეოთხედით ნაკლები რაოდენობის ვაქცინა მიაწოდა.

სორიოტმა განაცხადა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პირობა შეესრულებინათ, თუმცა ვერ შეძლეს უარი ეთქვათ მაგალითად ინდოეთისთვის. მისი თქმით, ინდოეთში ვაქცინების 90% AstraZeneca-ს მიერაა შექმნილი.

"წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ინდოეთში თუ ჩვენ მათ არ დავეხმარებოდით. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, თუ ჩვენ უარს ვეტყოდით", - თქვა სორიოტმა.

მან დასძინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა არაფერს ნანობს. 

ცნობისთვის, ევროკომისიამ ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ინგლისურ-შვედური მწარმოებელის წინააღმდეგ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კომპანიამ არაერთხელ დაარღვია მიწოდების პიროებები და ევროკავშირის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მომარაგება შეწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system