თავში

AstraZeneca ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ

​AstraZeneca ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ
AstraZeneca ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ

კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ახალ გლობალურ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ, - ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა.

მისი თქმით, კვლევის შედეგად უნდა გამოჩნდეს, რამდენად ეფექტურია ვაქცინა მცირე დოზების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდის პირველადმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატს უკეთესი შედეგი ჰქონდა იმ მოხალისეებში, რომლებსაც კვლევის დროს შეცდომით ჯერ ვაქცინის ნახევარი დოზა გაუკეთეს, შემდეგ კი სრული. ამან მეცნიერების ნაწილს კითხვები გაუჩინა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილეებს ვაქცინის ორი სრული დოზა გაუკეთეს, მისი ეფექტურობა 62% იყო, იმ შემთხევაში კი, როდესაც ჯერ ვაქცინის ნახევარი, შემდეგ კი სრული დოზა გაუკეთეს, ვაქცინის ეფექტურობა 90%-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system