თავში

ატომური კატასტროფიდან პირველად, პრიპიატში ნაძვის ხე დადგეს - PHOTO

​ატომური კატასტროფიდან პირველად, პრიპიატში ნაძვის ხე დადგეს
ატომური კატასტროფიდან პირველად, პრიპიატში ნაძვის ხე დადგეს - PHOTO

1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან პირველად, მიტოვებულ ქალაქ პრიპიატში ნაძვის ხე დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი ZIK ავრცელებს.

"საახალწლო ლამაზმანი პრიპიატის ერთ-ერთ ცენტრალურ სახლთან, კულტურის სახლ "ენერგეტიკთან" ახლოს დგას. ნაძვის ხის გახსნაზე ქალაქის ყოფილი მოსახლეობა ჩამოვიდა, რომელმაც ხე საახალწლო საჩუქრებით და ბავშვობის ფოტოებით მორთო",- ნათქვამია ინფორმაციაში. 

1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ქალაქ ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ რადიაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსსა და ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა. აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში ტერიტორიიდან 200 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system