თავში

აცრას ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეუძლია - ჯანმო

​აცრას ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეუძლია - ჯანმო
აცრას ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეუძლია - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლიუგეს განცხადებით, კორონავირუსის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

კლიუგეს თქმით, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 5.5% -მა გადაიტანა კორონავირუსი, 7% -ზე მეტმა კი ვაქცინაციის ორივე ეტაპი დაასრულა. მიუხედავად ამისა, საფრთხე ისევ სერიოზულია და სათანადო ზომების მიღება აუცილებელია.

"ვაქცინები იხსნის სიცოცხლეს. ისინი ცვლიან პანდემიის მიმდინარეობას და გვეხმარებიან მის დამარცხებაში. ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის გარეშე ჩვენ ვეღარ დავადგენთ კორონავირუსის ახალ ვარიანტებს. თუ გვსურს ვირუსების მართვა და მათი დამორჩილება, გეგმიური ვაქცინაცია გარდაუვალია. ვაქცინებს ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეუძლიათ, ”- განაცხადა კლიუგემ.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ასევე ინდოეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ვითარება შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს. ინდოეთს მსოფლიო თანამეგობრობა უწევს დახმარებას. კლიუგეს თქმით მსგავს სიტუაციაში სოლიდარულობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system