თავში

ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს

​ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს
ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს.

ერთი აფეთქება პროვინცია ფარვანში ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტის, აშრაფ განის წინასაარჩევნო გამოსვლის დროს მოხდა. 24 ადამიანი დაიღუპა, 30 მეტი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილთა შორის ბავშვებიც არიან. თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული.

მოგვიანებით აფეთქება ქაბულში მასუდის მოედანთან მიმდინარე წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, აშშ-ს საელჩოსთან ახლოს მოხდა. 3 ადამიანი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო „ტოლოს“ ინფორმაციით, ავღანეთის შსს-ში განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი თავდაცვის სამინისტროს შენობასაც დაესხა თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system