თავში

ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ივნისში დაიწყება

​ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ივნისში დაიწყება
ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ივნისში დაიწყება

თალიბებსა და ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ავღანეთში 18 წლიან ომსა და ძალადობას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში ზალმაი ხალილზადემ „თალიბებთან“ და პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელობასთან დოჰასა და ისლამაბადში საგანგებო შეხვედრები გამართა.

ისმაილზადესთან შეხვედრა და შიდაავღანური დიალოგის საკითხის განხილვა „თალიბების“ წარმომადგენელმა სუჰეილ შაჰინმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაადასტურა. ხალილზადეს პაკისტანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისმალაბადში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურება 5000 „თალიბი“ ტყვის გათავისუფლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. პაკისტანი ამ საკითხი მთავარ რეგიონულ მოთამაშეს წარმოადგენს.

ბოლო პერიოდში ძალადობის შემცირებამ და ორივე მხარეს ტყვეთა გათავისუფლების პროცესმა ოფიციალური დიალოგისთვის კარგი იმპულსი შექმნა. ოპტიმისტურად არის განწყობილი ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანიც.

კორონავირუსის პანდემიის გამო მოლაპარაკებები პირველ ეტაპზე შესაძლოა ვირტუალურად გაიმართოს.

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში 18 წლიან ომს წერტილი უნდა დაუსვას, თებერვლის ბოლოს ყატარში, „თალიბების“ პოლიტიკურ დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system