თავში

ავღანეთში 3 აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

​ავღანეთში 3 აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში 3 აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში დღეს სამი ტერორისტული აქტი მოხდა. ექსტრემისტებმა 2 სამგზავრო ავტობუსი და ერთი მანქანა ააფეთქეს. პირველი შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, ზაბულის პროვინციაში, შაჰრე -საფას ოლქში მოხდა. ნაღმი გზის პირას იყო დამონტაჟებული. ავტობუსში მყოფი 16 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა.

მეორე შემთხვევა ავღანეთის აღმოსავლეთით, ფარვანის პროვინციაში მოხდა. ჯაბალ-სარაჯის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ცხრა დაშავდა.

კიდევ ერთი შემთხვევა ფარაჰის მთებში, სამხედრო ბაზაზე მოხდა. დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას 2 სამხედრო ემსხვერპლა და 5 დაშავდა.

დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system