თავში

ავღანეთში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მასშტაბურ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი, დაშავდა. აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთით, ლოგარის პროვინციაში, ქალაქ პულ-ე-ალამში მოხდა. 

გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი საოჯახო სასტუმროსთან აფეთქდა, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ. 

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლებში ფანჯრის მინები რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც ჩაიმსხვრა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system