თავში

ავღანეთში დიდთოვლობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში დიდთოვლობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში დიდთოვლობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერი თოვლის გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

ჩრდილოეთ პროვინცია ჯოუზჯანში გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ერთი მგზავრი დაიღუპა და 11 დაშავდა.

აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციაში სამი სხვადასხვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

ჰერათის დასავლეთის პროვინციაში კამარ-კალახის რაიონში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად რეგიონალურ საავადმყოფოში 7 დაშავებული გადაიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system