თავში

ავღანეთში ძალადობის შემცირების რეჟიმი დღეს ღამე ამოქმედდება

​ავღანეთში ძალადობის შემცირების რეჟიმი დღეს ღამე ამოქმედდება
ავღანეთში ძალადობის შემცირების რეჟიმი დღეს ღამე ამოქმედდება

ავღანეთის ხელისუფლებამ და რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ქვეყანაში ძალადობის შემცირების რეჟიმზე შეთანხმებას მიაღწიეს. ის ამაღამ ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ TOLOnews ავრცელებს.

"გეგმის მიხედვით, ეს ფაზა შაბათს დაიწყება და ავღანეთის მთავრობა მზადაა, ამ შესაძლებლობით ისარგებლოს", - განაცხადა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა.

ძალადობის შემცირების რეჟიმის დროს, „თალიბანი“ თავდასხმებს შეამცირებს, დაჯგუფება თავს აღარ დაესხმება ქალაქებს, ავტომაგისტრალებს, აშშ-ის სამხედრო ბაზებს და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ცენტრებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დაძაბულობის შემცირების რეჟიმი 7 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system