თავში

ავღანეთში თალიბების მასშტაბური შეტევა მოიგერიეს

​ავღანეთში თალიბების მასშტაბური შეტევა მოიგერიეს
ავღანეთში თალიბების მასშტაბური შეტევა მოიგერიეს

ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" მსხვილმასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

"თალიბანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა და ლაშქარგაჰის რეგიონში რამდენიმე პოზიცია დაიკავა. თუმცა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ავიადარტყმებისა და რაიონში ელიტარული დანაყოფის, „კომანდოსის“ გადასროლის შედეგად აჯანყებულთა შეტევა მოიგერიეს", - განაცხადა განაცხადა ჰელმანდის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ათაულა ავღანიმ.

სროლები რაიონში დღეს დილითაც მიმდინარეობდა. ამის გამო ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system