თავში

ავღანეთში თავდასხმების მორიგ სერიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმების მორიგ სერიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში თავდასხმების მორიგ სერიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, გზისპირა ბომბების აფეთქებებისას 7 ადამიანი დაიჭრა და მინიმუმ ხუთი გარდაიცვალა.  ამის შესახებ პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. 

პროვინციის გუბერნატორის სპიკერმა, ომერ ცვაკმა განაცხადა, რომ სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში, ხუთი მოკლული მანქანით მიემგზავრებოდა პროვინციის დედაქალაქში. მისივე თქმით, შეიძლება დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ წინა დღეს, პოლიციელი ქალის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა ისლამურის სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მოლაპარაკებებისა მთავრობასა და თალიბებს შორის, გახშირდა ადამიანების მკვლელობები. სამიზნეებს წარმოადგენენ ჟურნალისტები, ტელევიზიის წარმომადგენლები, ექიმები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პროფესორები და რელიგიური მოღვაწეები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system