თავში

ავღანეთში უკონტროლო რიგის გამო 11 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში უკონტროლო რიგის გამო 11 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში უკონტროლო რიგის გამო 11 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში სტადიონზე ვიზების მისაღებად მისული 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, მათი გარდაცვალება უკონტროლო რიგმა და ხალხის სიმრავლემ გამოიწვია. ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შვიდ თვიანი დახურვის შემდეგ სავიზო განაცხადების შევსება განაახლეს, ამიტომ ისინი ხალხის დიდ რაოდენობას ელოდნენ რის გამოც, სავიზო ცენტრი სტადიონზე გადაიტანეს.

ავღანეთში პაკისტანის ელჩმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ პაკისტანი ავღანეთის ხელისუფლებასთან ვიზის აღების გამარტივების გზებზე მუშაობს.

ცნობილია, რომ ვიზის განაცხადის შესავსებად სტადიონზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 

"ხალხის სიმრავლის გამო რიგი უკონტროლო გახდა, ამ დილით ათიათასობით ადამიანი მოვიდა საფეხბურთო სტადიონზე, რამაც ტრაგიკული ინციდენტი გამოიწვია”, - განაცხადა სავიზო ცენტრის ხელმძღვანელმა.

მრავალი ავღანელი ყოველწლიურად მეზობელ პაკისტანში ნათესავების მოსანახულებლად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, სამუშაოს მოსაძებნად ან საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობისგან თავის დასაღწევად მიემგზავრება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system