თავში

ავიაკატასტროფის მიზეზი პილოტის თვითმკვლელობა გახდა

ავიაკატასტროფის მიზეზი პილოტის თვითმკვლელობა გახდა
ავიაკატასტროფის მიზეზი პილოტის თვითმკვლელობა გახდა

ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი 2014 წელს ინდოეთის ოკეანეში პილოტის თვითმკვლელობის შედეგად გაუჩინარდა. ამის შესახებ ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტონი ებოტმა განუცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ მას მალაიზიის მთავრობის მაღალჩინოსნებმა უთხრეს, რომლებმაც თავიდანვე იცოდნენ, რომ ავიაკატასტროფაში კაპიტანი ზახარი შა იყო დამნაშავე.

"მე ვაცნობიერებდი, რომ მალაიზიის მთავრობის მაღალჩინოსნები თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ეს პილოტის თვითმკვლელობა იყო. მე არ ვიტყვი, ვინ ვის და რა უთხრა, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მათ მშვენივრად იცოდნენ, კონკრეტულად რა მოხდა", - განაცხადა ებოტმა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის Boeing 777-200 კუალა-ლუმპურიდან პეკინში 2014 წლის 8 მარტის ღამე გაფრინდა. 2 საათის შემდეგ ის რადარებიდან გაქრა. ლაინერის ბორტზე 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის კვალი დღემდე არ არის აღმოჩენილი. ოფიციალურმა გამოძიებამ ისტორიას ნათელი ვერ მოჰფინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system