თავში

Avigan-ის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი დაიწყო

Avigan-ის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი დაიწყო
Avigan-ის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი დაიწყო

კორპორაცია Fujifilm Holdings-ის განცხადებით, იაპონური პრეპარატის, Avigan-ის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

პრეპარატ Avigan-ის კლინიკური გამოცდა 2020 წლის მარტში დაიწყო. მედიკამენტის გამოცდა ხდებოდა, როგორც წარმატებული საშუალებისა ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ. 

იაპონიის მარეგულირებელმა დეკემბერში განაცხადა, რომ არასაკმარისი კვლევების გამო, პრეპარატის დაშვება შეუძლებელი იყო. ამასთან, ცხოველებზე გამოცდისას წამალმა გვერდითი მოვლენები გამოავლინა ნაყოფის განვითარების კუთხით. 

Fujifilm-ის განცხადებით ახალ კლინიკურ კვლევებში, რომელიც პლაცებო-კონტროლირებადია, 50 წელს გადაცილებული პირები იღებენ მონაწილეობას. 

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი დაშვებულია რუსეთში, ინდოეთსა და ინდონეზიაში. ამასთან, იაპონიამ Avigan-ი დაუშვა როგორც უკიდურეს შემთხვევებში გამოყენებადი პრეპარატი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system