თავში

ავსტრალია აძევებს ჟურნალისტს, რომელიც კარანტინის დარღვევით ტრაბახობდა

​ავსტრალია აძევებს ჟურნალისტს, რომელიც კარანტინის დარღვევით ტრაბახობდა
ავსტრალია აძევებს ჟურნალისტს, რომელიც კარანტინის დარღვევით ტრაბახობდა

ბრიტანელ ჟურნალისტს, კეიტი ჰოპკინსს ავსტრალიიდან დეპორტაცია ემუქრება მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ სასტუმროს საკარანტინო პირობები დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

"საშინელება იყო ის ფაქტი, რომ ის კარანტინის დარღვევით ტრაბახობდა", - განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის კარენ ენდრიუსმა.

"ჩვენ მას ქვეყნიდან გავიყვანთ, როგორც კი ამაზე შეთანხმებას შევძლებთ. ასე რომ, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, სიდნეის სასტუმროს ნომერში ყოფნისას 46 წლის ჰოპკინსმა პირდაპირი ეთერში ვიდეო გადასცა, რომელშიც მან ახსენა, რომ COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინი"უდიდესი მოტყუებაა კაცობრიობის ისტორიაში".

გარდა ამისა, Instagram-ის ვიდეოში, რომელიც აღარ არის ხელმისაწვდომი, მან თქვა, რომ დაცვის "შეშინება" სცადა, და ოთახის კარი შიშველმა და პირბადის გარეშე გახსნა.

ენდრიუსმა დაადასტურა, რომ ავსტრალიელმა მესაზღვრეებმა ჟურნალისტის ვიზა გააუქმეს.

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჰოპკინსის საქციელი "სამარცხვინოა".

"ეს არის დარტყმა ყველა იმ ავსტრალიელისთვის, ვინც ახლა კარანტინშია", - აღნიშნა ენდრიუსმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system