თავში

ავსტრალიის კარანტინის დასასრულებლად საჭირო "სამი ელემენტი"

ავსტრალიის კარანტინის დასასრულებლად საჭირო "სამი ელემენტი"
ავსტრალიის კარანტინის დასასრულებლად საჭირო სამი ელემენტი

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა გრეგ ჰანტმა დღეს განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების  მიუხედავად საკარანტინო რეჟიმის დასრულებაზე ფიჯრი ჯერ ძალიან ადრეა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 6,360 ხოლო გარდაცვლილი კი, 61 ადამიანია. 

მისტერ ჰანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობამ პანდემიისაგან თავის დასაღწევი პროტოკოლი უკვე შეიმუშავა და შეფასების ოქმის სახით შეადგინა, რომელიც სამი ძირითადი ფაქტორისაგან შედგება. 

"პირველი ფაქტორი ყველაზე ნათელია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყნის მასშტანით ვირუსის გავრცელებას მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი და მის ჩასახშობად ყოველი ღონე ვიხმაროთ. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს სწრაფი რეაგირების საშუალება და ინფიცირებულთა გამოვლენის შემთხვევაში არ დავკარგოთ კვალი. მესამე კი, ამ მოვლენების შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვაა, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ჩვენ გვსურს, რომ ახლა მიღებული ზომები კიდევ უფრო გავაძლიეროთ, რათა ხელი შევუწყოთ მომავალს"-, განაცხადა ჰანტმა. მისი თქმით, ავსტრალია ფრთხილად უნდა იყოს, რომ იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბედი არ გაიზიაროს. 



ავსტრალიელებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობის ნახევარი უკვე გამოჯანმრთელდა, აღდგომის დღესასწაულისა და მასთან დაკავშირებული არდადეგების გატარება სახლებში უწევთ. 

ქუინსლენდში, ისევე როგორც სხვა შტატებში სკოლები სპეციალური საჭიროების მქონე და ექსტრემალურ სამსახურებში დასაქმებული ადამიანების შვილებისათვის სააღდგომო არდადეგების შემდეგ გაიხსნება, მაგრამ სკოლები 22 მაისამდე დაკეტილი იქნება. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system