თავში

ავსტრალიაში 5-11 წლის ბავშვების COVID-ვაქცინაცია იწყება

​ავსტრალიაში 5-11 წლის ბავშვების COVID-ვაქცინაცია იწყება
ავსტრალიაში 5-11 წლის ბავშვების COVID-ვაქცინაცია იწყება

ავსტრალიის ხელისუფლებამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. ამ მიზნით ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის BioNTech-ის პრეპარატი გამოიყენება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გრეგ ჰანტმა განაცხადა.

"ვაქცინის 3 მილიონი დოზა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე (დაწყებული 2 თებერვლიდან) გადანაწილდება, რათა COVID-19-ის ვაქცინის უფლების მქონე 2.3 მილიონმა ბავშვმა პირველი ინიექცია მიიღოს", - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები პრეპარატის ორი დოზას რვა კვირის ინტერვალით მიიღებენ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დღეისათვის ავსტრალიაში კორონავირუსზე თითქმის 19 მილიონი ზრდასრული ადამიანი (92%-ზე მეტი) სრულად არის აცრილი. მათგან 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ე.წ. ბუსტერი მიიღო.

დღეისათვის Pfizer's BioNTech არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ავსტრალიაში ბავშვების იმუნიზაციისთვის არის დამტკიცებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system