თავში

ავსტრალიაში 540 კილოგრამი თხევადი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში 540 კილოგრამი თხევადი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს
ავსტრალიაში 540 კილოგრამი თხევადი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს

მექსიკელმა ნარკოტიკის კონტრაბანდისტებმა ავსტრალიაში, მელბურნში $80,7 მილიონის ღირებულების თხევად მდგომარეობაში მყოფი მეტამფეტამინის შეტანა სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს. 

პოლიციამ 9,360 ზეთის ბოთლში 540 კგ-ის ნარკოტიკი აღმოაჩინა. თხევად მდგომარეობაში ნარკოტიკის შემოტანა ნარკოკარტელების ახალი ტაქტიკაა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანში, სამართალდამცავებს თავსატეხი გაუჩინა. 

ნარკოტიკის შემოტანა ზეთის, ბენზინის და წყლის საშუალებითაცაა შესაძლებელი. კარტელის წევრები, მას შემდეგ რაც შეძლებენ საზღვარზე ნარკოტიკის შეტანას, სითხეს უბრალოდ აორთქლებენ, რის შემდეგაც მხოლოდ ნარკოტიკი რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system