თავში

ავსტრალიაში გიგანტური პეპელა იპოვეს

ავსტრალიაში გიგანტური პეპელა იპოვეს
ავსტრალიაში გიგანტური პეპელა იპოვეს

გიგანტური პეპელა, რომელიც ადამიანებს თითქმის არასოდეს უნახავთ, ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში სკოლის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Livescience ავრცელებს.

გიგანტური მწერი იმდენად მძიმეა, რომ მას ფრენა არ შეუძლი. ის სრულ ზომას სულ რამდენიმე დღეში აღწევს, შეჯვარებამდე ცოტა ხნით ადრე და შემდეგ კვდება. 

გიგანტური ხის პეპელა (Endoxyla cinereus) არის ყველაზე დიდი პეპლის სახეობა მსოფლიოში. ავსტრალიის მუზეუმის მონაცემების თანახმად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, რომელთა წონა მამრებთან შედარებით ორჯერ მეტია, ზრდასრულ ასაკში შეიძლება 30 გრამამდე იწონიდეს, ფრთების სიგრძე კი 25 სანტიმეტრს აღწევდეს. ისინი ცხოვრობენ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტყეებში.

პეპელა მაუნტ-კოტონის საჯარო სკოლის მშენებლების დროს, მუშებმა აღმოაჩინეს.  

ამ დიდი ზომის მწერების ლარვები, რომლებსაც ვიტჩეტის ლარვას უწოდებენ, ევკალიპტის ხეებში იმალებიან და ერთი წლის შემდეგ გამოჩნდნენ მუხლუხოების სახით ჩნდებიან, რომლებიც აბრეშუმის ძაფების გამოყენებით მიწაზე ჩამოდიან, რის შემდეგაც ხის ფესვებით იკვებებიან. მუხლუხოები კი გიგანტურ პეპლებად იქცევიან.

გარდაქმნის შემდეგ, უფრო პატარა მამრებს, რომლებსაც მოკლე მანძილზე ფრენა შეუძლიათ, მდედრებს პოულობენ და ადგილზევე წყვილდებიან.  მდედრი  დაახლოებით 20,000 პატარა კვერცხს დებს, საიდანაც ლარვები წარმოიქმნება. ამასთან, ავსტრალიის მუზეუმის მონაცემების თანახმად, ადამიანები იშვიათად ხედავენ უზარმაზარ პეპლებს, რადგან გარდაქმნის შემდეგ ისინი მალევე იღუპებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system