თავში

ავსტრალიაში იშვიათი ვირუსის გადამტანი კოღოები გამოჩდნენ

ავსტრალიაში იშვიათი ვირუსის გადამტანი კოღოები გამოჩდნენ
ავსტრალიაში იშვიათი ვირუსის გადამტანი კოღოები გამოჩდნენ

ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის მაცხოვრებლები საშიში ვირუსის შესახებ გააფრთხილეს. ორი იშვიათი სახის ვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ, შესაძლოა ადამიანისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail ავრცელებს. 

ვირუსი MVE და Kunjin ენდისა და ბარკლის რეგიონებში დააფიქსირეს. ექსპერტების თქმით, გადამტანი კოღოების რაოდენობა ქალაქში ჯერ ძალიან მცირეა, თუმცა ისინი გამოჩდნენ ქალაქგარეთ, განსაკუთრებით კი ჭაობიან ადგილებში.

MVE-ის სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, ცხელებას, კანკალს და საბოლოოდ, შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს. რაც შეეხება Kunjin-ს ის ძირითადად ავსტრალიის ტროპიკულ მხარეებში გვხვდება. 

ექსპერტებმა, ჩრდილოეთის ტერიტორიის მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ არ მიუახლოვდნენ ჭაობებს ორი კილომეტრის რადიუსში.  

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტებმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც კუნძულ ტივის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, დიდი ალბათობით სწორედ MVE-ით გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system