თავში

ავსტრალიაში ხანძრებს გადარჩენილი პაწაწინა პოსუმი იპოვეს - VIDEO - PHOTO

ავსტრალიაში ხანძრებს გადარჩენილი პაწაწინა პოსუმი იპოვეს
ავსტრალიაში ხანძრებს გადარჩენილი პაწაწინა პოსუმი იპოვეს - VIDEO - PHOTO

ავსტრალიაში გაჩენილი მძლავრი ხანძრების შემდეგ კენგურუების კუნძულზე ცეცხლმა ტყის საფარის ნახევარზე მეტი გაანადგურა. ეკოლოგები შიშობდნენ, რომ ხანძრის შედეგად, შესაძლოა, პაწაწინა პოსუმების პოპულაცია მთლიანად გამქრალიყო, თუმცა ისინი სასიამოვნო აღმოჩენის მომსწრე გახდნენ. 

დამანგრეველი ხანძრებიდან ერთი წლის თავზე ეკოლოგებმა ტყეში ცეცხლს გადარჩენილი ერთი პაწაწინა პოსუმი აღმოაჩინეს. სპეციალისტებს იმედი მიეცათ, რომ ჯუჯა ჩანთოსანი ძუძუმწოვრების ეს მინიატურული სახეობა ისევ გამრავლდება ავსტრალიაში.

პოსუმი პატარა ჩანთოსანი ცხოველია, რომელიც მხოლოდ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში ცხოვრობს. ის ისეთი პატარაა, რომ ადამიანის ცერა თითზე ეტევა. პოსუმი 6-დან 80 გრამამდე იწონის. მისი სიგრძე 6-12 სანტიმეტრია და ამავე სიგრძის კუდი აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system